მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს“ - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თბილისის მერი

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, საქართველოში ყველამ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არანაირი ფასი არ აქვს თავისი შინაარსიდან გამომდინარე.

საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ამ საქმეების კეთება ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინ წინ. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები“, - აცხადებს თბილისის მერი. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია“ - მარკეტა გრეგოროვა

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია