მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გამოვა ეს აფიორა“ - ელენე ხოშტარია „იმედს“ პასუხობს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება და დასძენს, რომ ეს აფიორაა.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო.

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. 

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. 

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.