მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე „ენმ“-ის თავმჯდომარის კანდიდატებზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„დაბლა დაწეული სტანდარტების გამო​, შემოვდივარ წინადადებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის თქმით, ის კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს და ხუმრობით ამბობს, რომ ვერ აკმაყოფილებს ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:

1. უნდა იყოს კომპეტენტური;

2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი;

3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი,  ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის);

4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს.

ვაპირებ თუ არა მივიღო მონაწილეობას ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს“, - წერს რომან გოცირიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ „როცა იდეა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც მელია გიშველის, ვერც მუმლაძე და ჩალაძე“ - იაგო ხვიჩია

✔️„ოცნების“ მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ოპოზიციის - ძალაუფლების მოპოვება“ - სანდრო რაქვიაშვილი

✔️ ანტიკორუფციული კანონი არის წყალწყალა, დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელე - ალეკო ელისაშვილი

✔️ მელია ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოიტანს „ნაცმოძრაობისთვის“ პირიქით, ჭაობში გვითრევს - გიორგი მუმლაძე