მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მხარდაჭერას განაგრძობს“ - სახელმწიფო დეპარტამენტი

ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე

„აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, საქართველო და უკრაინა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 

„ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატოსკენ მიმავალი გზის დეტალებს.

საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან.

ნატოს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ ნატოს სამიტზე ივნისში“,– აღნიშნულია განცხადებაში.