მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციებს“ - ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში,  აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ხელისუფლებას თავისუფლების იდეის ეშინია და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. 

ამასთან, მელია  წერს, რომ ბრძოლა მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ გაგრძელდება.

„დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!

აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს - მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია.

ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!“, - წერს ნიკა მელია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

👉  სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

👉 „ხელისუფლების მზე ჩაესვენა“ - ზაალ უდუმაშვილი