პოლიტიკა

„ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში... მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, ძალა ერთობაშია“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი
1642498612
დაკოპირებულია

„ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ევროპულ უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, ევროპელები და ამერიკელები. 

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვენერული უფლება თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. 

ელჩის თქმით, სწორედ ამიტომ ეს ფუნდამენტური პრინციპი არ შეიცვლება. 

„გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა. ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატოზე ნატოს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, გაყოს ევროპელები და ამერიკელები, ჩვენ კი ვნახეთ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. 

ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვენერული უფლება თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. 

ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის არჩევანს. 

ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ევროპულ უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია“, - აცხადებს დეგნანი.