მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმად სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. სენატორმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა.

„ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქარველოს შესახებ განცხადება გააკეთა.

„რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამარწმუნეს, რომ  შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონია, რომ შესაძლოა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ  არის დრო გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შაჰინმა.