მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობაც“ - მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეყვანის ეპიზოდს იხსენებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის ეპიზოდი გაიხსენა. 

ექსპრეზიდენტის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს.

„როდესაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გადამიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში და როდესაც მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად და ვითხოვდი უკან დაბრუნებას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ძალით გადმომათრიეს მანქანიდან.

როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობაც. გამაძრეს ფეხსაცმელები, შემომახიეს ტანსაცმელი და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით, გინებით და დამაგდეს პალატაში, სადაც პირველი მცდელობა იყო ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები. ეს არ იყო პალატა, ეს იყო საკანი, ზარიც არ იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე გამომეძახებინა.

გამუდმებით, მთელი დღეების განმავლობაში, მესმოდა ჩემი გინება და მუქარები, ეს ყველაფერი იყო ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას, სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, სანდრამ და დედამ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი