მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს „ყურადღებით აკვირდება“. 

მისივე თქმით, აშშ დიდ ყურადღებას სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს აქცევს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის [მიხეილ სააკაშვილის] საქმეს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Europetime-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს - მდინარაძე

👉 „მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის მიერ 100-დოლარიანი კუპიურის შესაძლო შენახვის ფაქტზე“ - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი

👉 ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს

👉 სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხავს, გაბრაზების და ბრძოლის დროა

👉 „სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებთ“ - გიორგი სააკაშვილი