მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად - გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

„ოცნება“, როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან - წერს ნიკა გვარამია იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელი სოციალისტების ლიდერმა გაახმოვანა და „ქართულმა ოცნებამაც“ მხარი დაუჭირა.

გვარამიას თქმით, ნებისმიერ კანონზე, თუნდაც რუსულზე, უარესია  საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული.

„გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში ცვლილებებით ხდება. თუმცა, „ოცნება“, როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან.

წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, „იპოვიან“ დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში. აგერ, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს რატომ იცავს, თავისი აგენტის საქართველოდან გაყვანა უნდათ ამერიკელებს, რომ არ ალაპარაკდეს, ეს უკვე თქვეს და უფრო გააღრმავებენ აუცილებლად. იტყვიან იმასაც, რომ ჰააგის სისხლის სამართლის გადაწყვეტილებაც, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ამ მიზნით იქნა მიღებული და სააკაშვილის პატიმრობის დროს შეგნებულად დაამთხვიესო. ეს სასამართლოც არაა სანდოო, ამასაც იტყვიან აუცილებლად.

ესეც დღევანდელი ცუდი, როგორ გადაიფარება ხვალინდელი უარესით. და, ცხადია, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული. ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია.

იმედია, იმას აღარ ფიქრობთ, რომ „ამას როგორ იზამენ“. იზამენ. ყველაფერს იზამენ, სანამ ივანიშვილს ქვეყანას არ ჩამოვაშორებთ. არც ინჯიას „პარტიის“ ინიციატივაზე ვილაპარაკებთ - ეს ისეთივე „პარტიაა“ და ისევეა „ოცნების“ შემადგენელი დაჯგუფება, როგორც „ხალხის ძალა“.

ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. ამ სახელმძღვანელოს (და პუტინის ბრძანების) თანახმად კი, რაც გაწერილია, იმას არ უნდა გადაუხვიო. არავითარი გამონაკლისები არ დაიშვება - განუხრელად უნდა მიჰყვე „კლასიკას“.

P.S - ჩვენ რომ ვიტყვით, „ომი ჩვენ დავიწყეთო“, ამას რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიერთების „ლეგიტიმურ საფუძვლად“ ჩათვლის. ეს უკვე შემდეგი და მარტივად პროგნოზირებადი ნაბიჯია. „უარესი“, რომელთაც გადაიფარება ზემოაღნიშნული“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინიციატივას მხარი „ქართულმა ოცნებამაც“ დაუჭირა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

🔴 50 ლარს კარგავენ და თავის ამომრჩევლებს, არგუმენტები არ აქვთ - ჩაჩიბაია „გირჩზე“

🔴 კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია - „ლელო“ ხალხის ძალის კანონზე

🔴 ვაპირებთ, ეს ჯარისკაცები ისევ ჯარში წავიყვანოთ ძალით, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან - ვახო მეგრელიშვილი 

🔴 ბრიუსელით და ვაშინგტონით გვიცვლიან სსრკ-ს... იქნება ცვლილებები სასკოლო სახელმძღვანელოებში, თუ უკვე არ არის - გვარამია