მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია რუმინეთის ელჩს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს, იულიან ჩიფუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება იმ პრიორიტეტებზე გამახვილდა, რაც ორივე ქვეყანას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად აქვს შემუშავებული.

„რუმინეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან, შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო სახელმწიფოსთანთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს საერთო გამოწვევები და საერთო პრიორიტეტებიც, რაც ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუმინელ სტუმრებთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ასევე განვიხილეთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აღნიშნული საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.