მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანიშვილი მარცხენა ხელით „ტროიკას“ უშვებს, მარჯვენით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა, ვურჩევ მარჯვენა გააძლიეროს - დავით უსუფაშვილი

შენების მოძრაობის ლიდერი, 2020

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ის მარცხენა ხელით ე.წ. ტროიკას უშვებს პროპაგანდისთვის, ხოლო მარჯვენა ხელით სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. 

უსუფაშვილი ივანიშვილს ურჩევს, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს.

„შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის საქართველოს საომარი შესაძლებლობები ანუ თუ ისინი რამეს ცდილობდნენ მარტში, თებერვალში და დღესაც ესაა სწორედ საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება. ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას, იმ პროპაგანდისთვის რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა. მე ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს“, - აცხადებს თავის უსუფაშვილი. 

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია“ - ბიძინა ივანიშვილი

⭕ „ივანიშვილს თავისი გამოთაყვანებული მხარდამჭერები იდიოტებად მიაჩნია“ - ჯაფარიძე

⭕ „ახლა ივანიშვილმა უნდა აირჩიოს, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ“ - გოცირიძე