მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძის თქმით, ხუხაშვილი და ბესელია ვანო მერაბიშვილის აგენტები იყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის აგენტები იყვნენ. 

ირაკლი კობახიძე ხუხაშვილს და ბესელიას ღალატში სდებს ბრალს. 

„ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ჯაშუშები. ასევე, იყვნენ აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი. იყვნენ ასევე, ირიბი აგენტები. ვანო მერაბიშვილს გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები და ეს ადამიანები შემდეგ გახდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და გუნდმა იცოდა, რომ ისინი იყვნენ მართულები. 

გია ხუხაშვილი დღემდე ბოღმას ანთხევს ხოლმე და არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ყველამ იცოდა რეალურად საიდან იყო ის მართული. ის 2013  წელს მალევე გუნდიდან იქნა გაშვებული და მთავარი მიზეზი საბოლოო ჯამში იყო ის, რომ იყო მართული, ვერც გამოსწორდა და საბოლოო ჯამში გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში. 

საინტერესო „ქეისი“ იყო, ასევე, ეკა ბესელია, რომელიც, ასევე, იყო მერაბიშვილის აგენტი. დიდი ხანია ეს ვიცოდით. თავი გამოავლინა მან განსაკუთრებით 2018 წელს და  ის გუნდში 2019 წელს აღარ იყო“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.