მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის მიჩუმათება სჭირდებოდათ“ - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი

„კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით წერს. 

„ვისაც დღეს კობახიძის „გეგმის და დაპირების“ სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა,
პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს, შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ…

კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი,  თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა“, - წერს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი

✔️ „საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“ - ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი