მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი“ - ნიკა მელია

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ყოველი თავდასხმა აშშ-ზე, რეალურად არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის  დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით აშშ-სთან დაპირისპირებას აღრმავებს. 

„დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ - „რუსულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს - ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების  ღიად ღალატის მანიფესტს. ისინი კიდევ უფერო მეტად აღრმავებენ ღია დაპირისპირებას აშშ-სთან. „ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას.

სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან დაპირისპირების ისეთ სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად. პუტინის რეჟიმს ერთგულებას უმტკიცებენ. ყოველი თავდასხმა აშშ-ზე, რეალურად არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. 

მმართველი პარტია საქართველოს უკეტავს ევროპის კარს.  შეუძლებელია, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს - ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და მდიდარი სახელმწიფო. მაგრამ, პირველ რიგში, „ოცნებას“ ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს. ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ - ეს არის ქართველი ხალხი“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. 

დღეს 11 აგვისტოს  „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ დროზე, იგივე გველის, რაც ავღანეთს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი

👉 „პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე