მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყნის ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის - გახარია

ექსპრემიერი გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი გუნდი უკრაინის დამარცხებაზე ფსონს დებს. 

როგორც გახარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას, გვინდა კი ასეთი ევროპა?

„დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა, საპირისპიროდ რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს, ოკუპაციას და ომს. 

ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. 

დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას, გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. 

„ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენ შვილებს მოუწევს“, - აცხადებს გიორგი გახარია“, - აცხადებს გახარია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მსოფლიოში აივ ინფექციისგან მე-5 ადამიანი განიკურნა - Abcnews

👉 ბორელის განცხადებით, ჩინეთი წითელ ხაზს გადაკვეთს თუკი რუსეთს იარაღს მიაწვდის

👉 აშშ აცხადებს, რომ გააგრძელებს სრულ მხარდაჭერას თურქეთში კიდევ 2 მიწისძვრის შემდეგ