მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს“ - შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.

ადვოკატის თქმის, სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება უკანონო გადაწყვეტილებაა და ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს. 

„პროკურატურა პოლიტიზებული ინსტიტუტია და სრულიად უკანონოდ განუცხადეს უარი დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. ბუნებრივია, მათ შორის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები აქვს მიღებული და ის არის დაზარალებული. 

გავასაჩივრებთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას და ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს. მოვინახულებთ მესამე პრეზიდენტს, პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ხოლო ამის შემდეგ, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ პროკურატურის უკანონო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თუთბერიძემ „მთავარის“ ეთერში. 

ცნობისთვის, ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით 18 იანვარს მიმართეს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია