მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ხაბეიშვილის 21 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა საკუთარი პოზიცია გამოხატა - ლაშა ფარულავა

„ნაცმოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის ლაშა ფარულავას ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის 21 ათასმა გულშემატკივარმა უკვე მხარი დაუჭირა. 

„ლევან ხაბეიშვილის 21 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა გამოხატა საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირა ქვეყნის ყველა დონეზე რევოლუციურ ცვლილებებს და პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენმა ათასობით ამომრჩეველმა ვერ შეძლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულება, ვინაიდან, იყო შეფერხება, არ მოდიოდა ესემესი, ვერ გადიოდნენ ვერიფიკაციას, თუმცა, დღეს კომისია იმსჯელებს და ამ პრობლემას ერთობლივად დავძლევთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გულშემატკივარს, რეგისტრირებულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება და პოზიცია ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ფარულავა.

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  შოლცმა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი გამოთქვა

➖ ირანის მტკიცებით, დრონებით დაბომბვა, წარუმატებელი იყო

➖ ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა

➖ ირანში სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბეს

➖ ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს