მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მკურნალ ექიმებს გამოჩენილი ყურადღებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის. 

პატიმრის მადლობის წერილი მისი სოციალური ქსელით გავრცელდა.

„ის, რომ დღეს შევძელი ორი საათი ფეხზე დგომა ქალაქის სასამართლოში, არის პირველ რიგში, გამოჩენილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის და ჩემი ჰოსპიტლის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის დამსახურება.

ჯერ კიდევ გუშინ, სერიოზული ეჭვები მქონდა, თუ შევძლებდი 30 წუთი გამოსვლას, ისიც დამჯდარი. დიდი მადლობა ამ ორი უმაღლესი კლასის პროფესიონალს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.  

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მან სასამართლოზე ვრცელი განცხადება გააკეთა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია