მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტატებს ქმნის. ამის შესახებ „ენმ-ის“ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ხაბეიშვილის განცხადებით, შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება.

„პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა, მათი უზრუნველყოფა ლოგისტიკით, ინფრასტრუქტურით. მათ შორის, პარტიის ფინანსების მიმართვა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბებისთვის.

საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ მიზნით და ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე. მას ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებასა და მუშაობის გამართვაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს პასუხისმგებლობას შტაბებისთვის ფინანსების მიმართვასა და ლოგისტიკაზე. ეს შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება“, - აცხადებს ხაბეიშვილი. 

ამავე თემაზე:

✔️ ნიკა მელია წარსულია, ჩვენ მომავალი გვაინტერესებს - ხაბეიშვილი

✔️ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო - ლევან ხაბეიშვილი

✔️ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისია - დავით ჩიხელიძე