მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაცმოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში ჩემს თავში ვერც მედიატორის რესურსი დავინახე“ - გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მან საკუთარი თავი ამოწურა. 

გოცირიძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისი დაიძლევა და კონსენსუსი გაიმარჯვებს. 

რომან გოცირიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე გრძელდება გაუგებრობები, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში მე უკვე ამოვწურე ჩემი თავი. შეიძლება, ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებული იყო. იყო განცხადებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით. თუნდაც იგივე ის არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ან ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით თუ ბოიკოტს გარეთ. პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება და მე ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი, თუნდაც ამ ვითარების განმუხტვის. მრავალი წელი ვიყავი ამ პარტიაში, მისი დაფუძნების დღიდან ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი შევიძინე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი გზა არის „ნაციონალური მოძრობის“ გაძლიერება. თუ კრიზისი არ გაგრძელდება და კრიზისიდან გამოვლენ კონსენსუსის გზით, ძალიან კარგი იქნება.

სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება და კარგია, რომ უკვე განცხადებები ისმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეწყვეტს ბოიკოტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფრაქციაში უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ვინაიდან ოპოზიციის ხმა არ ისმის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ სრულ კომფორტშია უმრავლესობა და ძალიან ბევრ ისეთ კანონს იღებენ, რომელიც მათ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 17 თებერვალს დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „გახარია არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული“ - თეა წულუკიანი

👉 „ვივამედის“ექიმი: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, ძალიან დასუსტებულია, სულ საწოლშია

👉 „ნაცმოძრაობა“ უნდა აღესრულოს, როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია, ბოიკოტი არ უნდა შეწყვიტონ“ - ხვიჩია

👉 თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე