მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლივერ ვარჰეი ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად ჩამოვიდა - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის და „ლეიბორისტების“ თავდადებული ბრძოლით ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

ნათელაშვილის თქმით, ამ ფონზე კრემლმა მაშველი რგოლები აამუშავა იმისთვის, რომ ივანიშვილი სანქცირებას გადაარჩინოს. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა უნგრეთის პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ. 

ნათელაშვილის თქმით, ორბანის საქმიანობა სახელს უტეხს უნგრეთის დიდ ისტორიულ იმიჯს, ემსახურება პუტინის ინტერესებს და უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას“.

„ჩვენი ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ თავდადებული ბრძოლით პროპუტინისტური ოლიგარქი ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება დღეისათვის, რაც მისი დასასრულის რეალური დასაწყისია. ამ ფონზე კრემლმა აამუშავა მაშველი რგოლები, რათა გადაარჩინოს ეს სუბიექტი გარდაუვალ სანქცირებას და ამ საქმეში ჩართო თავისი ერთგული მოკავშირე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის დანიშნული ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გუშინ ჩამოვიდა ვიზიტით ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად. 

ის შეეცადა გარკვეულწილად დაამუხრუჭოს სანქცირების გარდაუვალი პროცესი, რაც აუცილებლად დადგება და ვერანაირი კრემლისტური და მოსკოვური ლობისტები ამ პიროვნებას ვერ გადაარჩენენ გარდაუვალი სასჯელისგან. 

ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს, ქართველი და უნგრელი ხალხების ისტორიული მეგობრობა ძალიან ხანგრძლივი და ოქროს ფურცლებით არის შევსებული, მაგრამ იმ პროცესის მოთმენა, რასაც ვხედავთ მათი პრემიერ-მინისტრისგან, დაუშვებელია. 

ჩვენ აუცილებლად აღვკვეთავთ ლობისტობას საქართველოს დამანგრევლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს. მივმართავთ უნგრეთის 199 დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ-მინისტრ ორბანის წინააღმდეგ, რადგან ამ პიროვნების საქმიანობა სახელს უტეხს უნგრეთის დიდ ისტორიულ იმიჯს, ემსახურება პუტინის ინტერესებს და უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა უკრაინაში კიდევ 630 სამხედრო, 14 თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაკარგა

👉 თბილისში ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა

👉 მარიხუანას მოწევა ფილტვებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე თამბაქოს - კვლევა

👉 ჩინეთის ჰაკერული პროგრამა მსოფლიოში ყველაზე დიდია, ყველაზე მეტი ამერიკელის მონაცემები მოიპარეს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა - FBI-ს დირექტორი

👉 პოლონეთი ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

👉 ბაიდენმა ანჯეი დუდას პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა