მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო, არავის უთქვამს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტატუსი იქნება - მამუკა მდინარაძე

გავაკეთოთ ისეთი საქმე,რაც დანერგავს სწორ პრაქტიკას და თითოეული გადაწყვეტილება  შესაბამისი არგუმენტით იქნება გამყარებული

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ციტირებისას, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ცალკეული მედიასაშუალებები მის ფრაზას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს ომში ჩაბმასთან კავშირზე ამახინჯებენ.

„გუშინ გვიან ღამე გადაცემაში ირაკლი კობახიძემ თქვა: „საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“. და როგორ გადაატრიალეს - თუ არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი. ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო, არავის უთქვამს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება. მაგრამ ერთ-ერთი ვერსია, რა შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსი გვექნება, არის თუ არა ქვეყანა რომ იყოს საომარ მდგომარეობაში?“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამას არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, არამედ ევროპელი ლიდერები ამბობენ და მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ ომი იყო ის ფაქტორი, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დააჩქარა.