მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტები აღარ გვაქვს, პირველი მცდელობა თანამშრომლობისა კრიტიკულ მომენტში ჩავარდა“ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, ორივე ხელისუფლება არის ერთი მთელის სხვადასხვა ნაწილი.

„რეალურად საქმე გვაქვს თაღლითობის ფაქტებთან. რომ არა ჩვენი აქციები, როგორც ჩანს შეიტყაპუნებდნენ და ამ ფულს ამოიღებდნენ. ამის საშიშროება ისევ არის, არ არის გამორიცხული გვითხრან, იმ მეორე კომპანიამ, თელმიკოა თუ თალიკოა, სწორად დაიანგარიშა მონაცემები. სამ თეთრიანი ელექტროენერგია 10-ჯერ გაგვიზარდეს.

შევარდნაძეს ელოდებოდნენ როგორც მხსნელს, ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა ნახეთ, შემდეგ რეჟიმსაც ელოდებოდნენ  როგორც მხსნელს და თქვენ ნახეთ - დღეს საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ლამის სამოქალაქო დაპირისპირება უნდა ატყდეს ყოფილს და ახალ რეჟიმს შორის გამართულ ორთაბრძოლაში. სააკაშვილი და ბიძინა ერთმანეთზე უარესებია და ერთად შეიტანეს წვლილი ქვეყნის დაქცევაში. თუმცა, ამჯერად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ორივე ხელისუფლება არის ერთი მთელის სხვადასხვა ნაწილი, ორივე ერთად ამზადებდა ვარდების რევოლუციას. ორივემ  ქვეყნისთვის ძალიან შხამიანი ნიადაგი გაამზადა და იმ ნიადაგზე აღარ ამოდის, არც დემოკრატია, ხელფასი, განათლება, პენსია, ინვესტიცია და არც ტექნოლოგიები“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. 

როგორც შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა მაშინ დაიმსხვრა, როდესაც ხელი მოეწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ჯერ შევიდნენ პატარა პარტიები ძირითადად, კუდის და სუსის შექმნილი და ხელისუფლების მაკონტროლებელი, არავის ახალი არჩევნები არ უნდა. 98% პარლამენტიდან გამომსვლელი არ არის  ტრაქტორი რომ დაუბა. როცა ქვეყანა იცვლება პირად ინტერესში, ქვეყანაში საქმე არის ძალიან ცუდად. ლეიბორისტული პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში, პარტიაში ამაზე მსჯელობენ. პარლამენტში შესვლა ჩემი პირადი ტრაგედიაც კი შეიძლება იყოს. მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას. 

დღეს მთელი ჩვენი ყურადღება გადართული უნდა იყოს იქით, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან როგორმე გამოვიდეთ უვნებლები, თუმცა ამისთვის არავის არ სცალია“, - აცხადებს  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა კონტაქტი იმ ოპოზიციასთან, რომელიც იკრიბებოდა თვეების განმავლობაში მის ფანჩატურში? „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

ეს იყო ნამდვილად ოქროს ჟამი ქართული პოლიტიკის და ამდენი პოლიტიკოსი ერთად მჯდარი ისტორიას ჩვენსას არ უნახავს. ეს იყო გზა, რომელსაც მივყავდით ხელისუფლების შეცვლამდე რომ მოეთმინა ზოგიერთ ჩვენ კოლეგას და არ შევარდნილიყვნენ შიგნით. მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრი არის ოლიგარქიული. ყველა პარტიის ჯგუფს უკან ჰყავს ოლიგარქი დამფინანსებელი. ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში არის ოლიგარქებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტები აღარ გვაქვს, პირველი მცდელობა ასეთი  თანამშრომლობისა კრიტიკულ მომენტში ჩავარდა“, - დასძენს შალვა ნათელაშვილი.