მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირებაა, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ხუთი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

👉 რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების მიღება - ვახტანგ ხმალაძე

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი მანდატურებმა ძალის გამოყენებით გამოაძევეს, რის შემდეგაც კანონპროექტის განხილვა გაგრძელდა.

ამის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქცია დააანონსეს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები აცხადებენ, რომ სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „სირცხვილის კორიდორებს“ მოუწყობენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების მიღება - ვახტანგ ხმალაძე

📣 ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს - პრეზიდენტი

📣 ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას არავინ დაგანებებთ - ანა ნაცვლიშვილი კანონის ინიციატორებს

📣 ვინც ქვეყანას აშენებს, იმათ აგენტებად აცხადებთ, სხვა პრობლემა ვერ ნახეთ ამ ქვეყანაში? - ელისაშვილი კანონის ინიციატორებს