მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკურად მატყუარა ხართ“ - სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს

ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს შალვა პაპუაშვილს მიმართა და განუცხადა, რომ პოლიტიკურად მატყუარაა.

სალომე სამადაშვილმა განმარტა თუ რატომ არ დაუჭერს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს. 

ამასთან, სალომე სამადაშვილის თქმით, ბოლო 30 წლის მანძილზე არასოდეს ყოფილა პარლამენტი ისეთი დაკნინებული, როგორც დღეს. 

„ვშიშობ დღეს ვერც კუჭავას გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვერც შალვა პაპუაშვილს ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რატომ. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ მანდატს ტოვებს. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება. 

არც ის გვახსენდება 1 წლის მანძილზე პარლამენტის არჩევიდან მესამეჯერ უწევს თავმჯდომარე აირჩიოს. პოლიტიკური არასტაბილურობა გრძელდება, როცა მესამეჯერ გვთავაზობთ მესამე კანდიდატურას. ბატონ პაპუაშვილს ვერ დავუჭერ მხარს. დღეს გამოვიდა და ფარისევლად გვესაუბრა პარლამენტის ტრიბუნიდან იმაზე, რომ თურმე ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებს. ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად ისხდა მიშელის პროცესში მოლაპარაკებებზე და შემდეგ ყველაზე აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ თურმე ეს დოკუმენტი არანაირი დატვირთვის მატარებელი არ არის. 

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად მატყუარა, არასანდო ადამიანი და ჩემი აზრით პოლიტიკურ მატყუარას პარლამენტის თავმჯდომარედ მხარს ვერ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა კობახიძემ ამ პარლამენტის არაფორმალურმა მმართველმა შეგარჩიათ ამ პოსტზე. 

ასევე, მინდა აღვნიშნო, ადამიანს რომელსაც თავშეკავება არ ჰყოფნის, რომ ფიზიკურად არ იძალადოს საკუთარ კოლეგაზე ამ დარბაზში, ჩემი აზრით მისი შემოთავაზებაც კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე  შეურაცხყოფაა. ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი გასული 30 წლის მანძილზე არ ყოფილა და ჩემთვის ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერი, ისევე როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველმა გუნდმა თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

ამავე თემაზე:

👉 შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა, ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე