მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ერთი კვირაა ყოვნდება - გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე

„უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან არა თავიანთი ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ გიორგი ჩალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ჩალაძემ აღნიშნა, ხვალ სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ.

„უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. ეს პოლონელი ექიმები ჩამოდიან არა თავიანთი ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული მდგომარეობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტ სააკაშვილი მოინახულონ.

ჩვენ ხვალ მივემგზავრებით სტრასბურგში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. შეხვედრების მიზანი სამუშაო გრაფიკი არის პუტინის პატიმრები, ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად, ბილ ბრაუდერის ჯგუფთან ერთად იმ ქმედებებზე, რასაც პუტინი მისი პატიმრების წინაშე სჩადის“, - აცხადებს ჩალაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის, დეპუტატები ტყვეობაში არიან - ბაჩო დოლიძე

👉 კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი - გია ხუხაშვილი

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

👉 „ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს“ - ელისაშვილი