მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეჟიმის დღეები დათვლილია“ - ვანო მერაბიშვილის აზრით, თბილისური მაიდანის მოწყობა არ არის გამორიცხული

საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი

„ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება ეს კანონი. გვაქვს გეგმა, ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბ-არხზე 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.

👉 მერაბიშვილი: მიტინგის ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იქნება

შეკითხვაზე, რა არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის მთავარი მიზანი, კანონის გაუქმების მიღწევა, მისი დღის წესრიგიდან მოხსნა, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა:

„ამ კანონს აპროტესტებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ ეს კანონი მიიღეს. ჩვენი პარტია იყო პროტესტების ავანგარდში, რადგან ჩვენს პარტიას აქვს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზაციის დიდი რესურსი. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვითანამშრომლებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, უპირველესად, მათ ინტერესებს დავიცავთ და ჩვენ წამოვაყენებთ პირობას, რომ აუცილებლად გაუქმდეს ეს კანონი. დარწმუნებული ვარ, პროტესტი ამით არ დასრულდება. მთავრობა დათმობებზე არ წავა, დარწმუნებული ვარ, რადგან ივანიშვილი სწავლობს პუტინისგან, ხოლო პუტინი არასდროს მიდის დათმობებზე საზოგადოებრივი აზრის წინაშე.

მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ ეს კანონი გამოიწვევდა პროტესტს, თუმცა მაინც არ დაიხიეს უკან. დამიჯერეთ, ეს კანონი მათ არაფერს მისცემს. ამ კანონმა რუსეთში პუტინს რაღაც მაინც მისცა, საქართველოში ეს კანონი მთავრობას არაფერს მისცემს. არ ვამბობ, რომ ჩვენ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ისეთი გარემოებები, რომ არავისთვისაა პრობლემა, გახდეს „აგენტი“.

საქართველოში არ არის ცოდვა, იყო პროდასავლელი, ამერიკელების მეგობარი. პირიქით – ეს არის პრესტიჟი.

ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება ეს კანონი. ჩვენ გვაქვს გეგმა. ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ჩვენი გეგმაა გავხდეთ უკრაინის მეგობარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება პუტინზე, რადგან პუტინის დასასრული არის რუსეთის გათავისუფლება, უკრაინის გათავისუფლება, საქართველოს გათავისუფლება, ბელარუსის გათავისუფლება და ასე შემდეგ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის განმავლობაში პუტინის პრობლემა გადაიჭრება. მე ოპტიმისტს მიწოდებენ, თუმცა დამიჯერეთ, პუტინი ვერ გაუძლებს ამდენს, რა საზოგადოებრივი განწყობაც უნდა იყოს რუსეთში“, – თქვა მერაბიშვილმა.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი, მერაბიშვილი პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში“, – თქვა ვანო მერაბიშვილმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს“ - პესკოვი

2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

„საქართველოში მომხდარი მოვლენები კიევის მაიდანს მოგვაგონებს“ - ლავროვი

ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა, ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული - სააკაშვილი