მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი? „კი“ ან „არა“ პასუხით ძალიან დამავალებ - გვარამია იოსელიანს

ნიკა გვარამია, ლევან იოსელიანი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახალხო დამცველობის კანდიდატს, პარტია „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს მიმართავს კითხვით - მიიჩნევს თუ არა მას პოლიტპატიმრად. 

როგორც ნიკა გვარამია წერს, მისთვის, როგორც პოლიტპატიმრისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში აპირებს ბრძოლას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს ქვეყნის შიგნით.

„როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ: ლევან იოსელიანი - როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან „პოლიტ“ თუ არა, პატიმარი ვარ ბოლოს და ბოლოს“, - წერს გვარამია.

ნიკა გვარამია თავის პოსტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ თამარ კორძაიასაც მიმართავს:

„მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირად. უნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული. ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში, სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ლევან იოსელიანს მისი ხმა ექნება. 

ამავე თემაზე:

👉 სახალხო დამცველობას აპირებს და ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, განაჩენი ჩემგან გამოტანილია - სანიკიძე იოსელიანზე

👉 ლევან იოსელიანს მხარს არ დავუჭერ - ანა წითლიძე

👉 ლევან იოსელიანი არ იმსახურებს შენს მემკვიდრეობას? - ელისაშვილი ლომჯარიას