მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის განცხადება მიუღებელია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება“ - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების მიერ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება არ გადაიხედება.

„რუსეთის განცხადება მიუღებელია. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციით, ასევე პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებ არის საუბარი. ასე რომ, ნატოს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის ფედერაციის განცხადებით, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, უნდა გაუქმდეს.