მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს როცა გაუსწორდება, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა“ - ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა იყო სახეში გალაწუნება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ,  რომ საჭიროა უფრო ხისტი განცხადებები და მკაცრი ქმედებები.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ წამოგვარტყამს ხელს თავში.

„კიდევ ერთხელ კრახი განიცადა „ოცნების“ არ აღიარების პოლიტიკამ და ზოგადად იმ პოლიტიკამ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. ლუკაშენკო რომ შევიდა აფხაზეთში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთს როცა გაუსწორდება, სანამ სუსტი ხარ, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა. ლუკაშენკოს იქ ჩასვლა იყო ზუსტად სახეში გალაწუნება“, - აცხადებს  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს“ - ევროპარლამენტარი

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ „რუსეთს სჭირდება დაასრულოს ბიჭვინთის აგარაკის საკითხი, ბელორუსის ლიდერი გაუშვა, რათა შეეხსენებინა - ჯერ აგარაკი, შემდეგ აღიარება“ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი