მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

„ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „Deutche Welle“-თან ინტერვიუს დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მარგველაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში.

მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა და ნორმალური მოპყრობა აუცილებელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის.

ამასთან, მარგველაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი იყო პირველი ვინც  პუტინის აგრესიას დაუდგა წინ. 

„რამდენიმე კომპეტენტური დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, აშშ, აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ყველამ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ მას სხეულში აქვს მეტალები, რაც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ციხიდან გაყვანის და ნორმალური მოპყრობის აუცილებლობას.

მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის.

ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა რუსული აგრესია, ახალი აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პუტინმა, ძირითადად, 2007 წელს გამოაცხადა, ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი.

სააკაშვილი პუტინის აგრესიას დაუდგა, ახლა კი, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️„ხაბეიშვილს ვუსურვებ წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გავლენებს, რაც მის თავს უამრავი იქნება, არანაირი პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება“ - ნიკა მელია

✔️ გიული ალასანია გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

✔️ ხვალ გადამწყვეტი პროცესი გაიმართება, იმედია, მოსამართლე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია - ეკა ხერხეულიძე