მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“, - ამის შესახებ  პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია პროტესტი, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. 

„ეს არის რუსული სისტემა. ამ კანონის მიღება, მოკლევადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ისევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა დაიცლება განსხვავებული აზრისგან, სამოქალაქო სექტორისგან და დამოუკიდებელი მედიისგან. 

ეს საბოლოო ჯამში არ უტოვებს ბევრ არჩევანს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს. ან გამოდიხარ, აპროტესტებ და სისტემას შლი, ან გარბიხარ ქვეყნიდან ოჯახთან ერთად, ან ეგუები იმას, რომ შენ და საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში. მეტი არჩევანი არაა. ეს არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ესენი არიან გასაჩერებელი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მთელი დაცვის პოლიცია, სუსი პარლამენტშია, ისინი ოცნებას საკუთარი ხალხისგან იცავენ“ - სამნიძე

👉 „არა რუსულ კანონს“ - „ხალხის ძალის“ კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

👉 „ხელისუფლება, რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან, ხელისუფლება არაა“ - წითლიძე