მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამართალი პასუხს გასცემს მათ, ვინც ამბობს, ომის დაწყების საკითხები გადასახედია - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნას „ენმ“-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.  

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მმართველი პარტია ვერ იტანს ქართველ სამხედროებს, გენერლებს და რუსეთთან მებრძოლ ადამიანებს დევნის.

ხაბეიშვილი, ასევე, აცხადებს რომ ჯარისკაცებზე და გენერლებზე თავდასხმა მკვლელი პუტინის ინტერესებს ემსახურება.

„რუსეთი და რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვერ იტანენ ქართველ სამხედროებს, ვერ იტანენ ჩვენს ოფიცრებს, გენერლებს, სერჟანტებს და სხვათა შორის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მათ პირობებში იდევნება რუსეთთან მებრძოლი გენერლები, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი და ფაქტობრივად, კლავენ ციხეში წამებით, მათ ეზიზღებათ სძულთ ყველაფერი ქართული და პატრიოტული, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს.

ისინი ვერ იტანენ, რომ ანწუხელიძის მსგავსი გმირები გვყავდა და სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც საერთაშორისო დონეზე აღარავის აღარ აქვს კითხვა ვინ დაიწყო ომი და ვინ ვის დაესხა თავს, გარდა რუსული ოცნებისა.

პუტინს, ლავროვსაც კი აღარ უხსენებიათ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში წამოწყებული ომი და ახსენებს აქ რუსული ოცნება, ვგულისხმობ მდინარაძეს,  ღარიბაშვილს, კობახიძეს, რომელმაც დაგვიანონსა და თურმე რაღაც კომისიას შექმნიან.

ამასობაში კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობა, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამერიკელებს, ევროპელებს აბრალებენ, რომ თურმე მათ უნდათ ომი, თურმე გავლენის აგენტები ჰყავთ საქართველოში“, - აცხადებს „ენმ-ს“ თავმჯდომარე.

ხაბეიშვილის თქმით, „ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამ ინიციატივის დაყენებაც ახლა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ჩემო ძვირფასებო, რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ახორციელებენ საბოტაჟს ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ანუ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი, რომ საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსის და შესაბამისად ის კანონი, რომელიც შემოიტანეს, ვგულისხმობ რუსულ კანონს სწორედ ემსახურება იმას, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი. ის რაზედაც ახლა იწყებენ საუბარს ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, გენერლებზე თავდასხმას.

ესეც ემსახურება ცხადია კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებით, არაადამიანური მოპყრობით, როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე ფაქტობრივად.

ისევე აკეთებენ ახლა, როგორც კი ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მონიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ქვეყანაში.

ამიტომ ჯერი არის ქართველ ხალხზე და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა რუსული კლანჭებიდან არის საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დასახსნელი... ყველა ის ადამიანი ვინც ახლა კრემლის აგენტურის მსგავსად ამბობს იმას, რომ თურმე ომის დაწყების საკითხები და დანაშაულები გადასახედია და პროპაგანდირებს რუსულად პუტინის ენით, ყველა ამ ადამიანს ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად გასცემს პასუხს“, - დასძინა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინიციატივას მხარი „ქართულმა ოცნებამაც“ დაუჭირა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

🔴 50 ლარს კარგავენ და თავის ამომრჩევლებს, არგუმენტები არ აქვთ - ჩაჩიბაია „გირჩზე“

🔴 კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია - „ლელო“ ხალხის ძალის კანონზე

🔴 ვაპირებთ, ეს ჯარისკაცები ისევ ჯარში წავიყვანოთ ძალით, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან - ვახო მეგრელიშვილი 

🔴 ბრიუსელით და ვაშინგტონით გვიცვლიან სსრკ-ს... იქნება ცვლილებები სასკოლო სახელმძღვანელოებში, თუ უკვე არ არის - გვარამია