პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
1642517502
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 

„გულწრფელად ვულოცავ რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას. ჩვენ ერთად ავაშენებთ წარმატებულ და მშვიდობიან ევროპას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.