მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს: მეტ სითამამეს გირჩევთ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაწილში, რასაც კახა კუჭავა ავლენდა

მეტ სითამამეს გირჩევთ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის  ნაწილში, რასაც კახა კუჭავა ავლენდა

„ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ხართ, რთული პერიოდი გელოდებათ და არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ ვუსურვო წარმატება, თუმცა  შეუძლებელია ეჭვი არ  გამოვხატო თქვენი მოსმენის შემდეგ, რადგან თუ თქვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა შედგეს, მაშინ ერთი პრობლემა მაინც გულწრფელად უნდა დაესახელებინათ, რა შეცდომა დაუშვით, რა არ გამოგივიდათ, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგით, რომ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია  შეწყდეს“, - მიმართა ახალარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს უფრაქციო დეპუტატების სახელით  თამარ კორძაიამ პარლამენტის  რიგგარეშე სხდომაზე. 

მისი თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარეს მოხსენებაში შეეძლო ეთქვა, რას გააკეთებს  იმისათვის, რომ მომავალში ისეთი პოლარიზებული არჩევნები არ იყოს  ქვეყანაში, როგორიც ახლო წარსულში ჩატარდა.

„კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებული შეკითხვისას, თქვენი პოზიცია  იყო აბსოლუტურად გაურკვეველი,  უფრო სწორად ეს იყო უპოზიციობა, სადაც სითამამეც არ გეყოთ გეთქვათ, რომ ეს ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს. პირველივე გამოსვლის ტექსტში თავი აარიდეთ საკუთარ, პერსონალურ პასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის პირველმა წევრმა და ასე დაწყება, მგონია სახიფათო. მეტ სითამამეს გირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციულობის ნაწილში,  იმ ნაწილში, რასაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა ჰქვია. ამას ავლენდა კახა კუჭავა და იმიტომ უხდიდნენ კახა კუჭავას მადლობას დღეს სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატები“, - მიმართა თამარ კორძაიამ შალვა პაპუაშვილს.