მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით - წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

კულტურის მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – ამბობს წულუკიანი პირველ არხთან.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

აგრეთვე თემაზე: 

👉 კანადა ქვეყანაში 1.5 მლნ მიგრანტის მიღებით არის დაინტერესებული

👉 „ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 რამდენად რეალურია ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება? - აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განმარტება

👉 „დანიშნული მკვლელი ვიხილე“ - ნიკო კვარაცხელიას დედა მსჯავრდებულ გიორგი კავილაძეზე