მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს?!“ - გუბაზ სანიკიძე ყაზახეთის მოვლენებზე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებას მათი პროტესტის არ უნდა შურდეს. 

„ვთვლი, რომ ყაზახეთში მოვლენები უფრო გართულდება. შემდეგ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რუსეთს ჯარი შეჰყავს „ოდეკებეს“ ფორმატით, იმიტომ, რომ ამ ფორმატით შესვლას არ სჭირდება ფედერაციის საბჭოს დადგენილება. სხვა შემთხვევაში სჭირდება. 

სომხეთი კიდევ რა შარშია გახვეული არ ვიცი. იმიტომ, რომ ყაზახეთში ძალიან ბევრი სომეხია. ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, მათი გამოყრა მოხდება. საინტერესოა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პოზიცია. ვერ გეტყვით რუსეთი თავისი ჯარის შესვლით გაიძლიერებს პოზიციებს თუ პირიქით დაისუსტებს. 

რაც ყაზახეთში ხდება, მაგის უნდა გვშურდეს? თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს? ამას არ ვეთანხმები და არ არის ეს სწორი შედარება. თუ დროსა და სივრცეში ავიღებთ, ყაზახეთი ახლა 90-იან წლებში შედის. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ნორვეგიელების ან ვიღაცის შეგვშურდეს, რა ყაზახების გვშურს?! სისხლის ღვრა მიდის იმ ქვეყანაში“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

ამავე თემაზე: 

🔴  ყაზახეთში სამხედროებმა საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს

🔴 მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სპეცოპერაცია ყაზახეთში - მომიტინგეების დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს