მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ“ - დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის ამოქმედება.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება.  დიდი იმედი მაქვს რომ ამაზე ვიმსჯელებთ. სხვათაშორის ჩემს კოლეგებთან ოპოზიციიდან საუბარი მქონდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით 50 ხმა მოგროვდება.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა“, - აცხადებს დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

ამავე თემაზე: 

✔️ „მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ „წინასაახალწლო სიურპრიზად” გავიგეთ, რომ კონსპირაციულად დაინიცირდა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების” შესახებ - ლონდა თოლორაია

✔️ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

✔️ „საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებ თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე