მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინასთან პარალელი აბსოლუტურად ამოვარდნილია, „ოცნების“ უტიფრობის ზედა ზღვარი ამ კონკრეტულ „არგუმენტში“ გამოიხატება - ქემოკლიძე დეოლიგარქიზაციაზე

საქართველოსთვის წევრი

პარტია „საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინასთან პარალელი აბსოლუტურად ამოვარდნილია“.

კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ უტიფრობის ზედა ზღვარი ამ კონკრეტულ „არგუმენტშიც“ გამოიხატება.

„დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მანდატირებული არიან კონკრეტული კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ისინი გარკვეულწილად ვერ ოპერირებენ ისე, როგორც უნდა ოპერირებდნენ. კითხვაზე რატომ ხდება ასე? პასუხი - ერთადერთი ადამიანია, რომელიც მათზე მაღლა დგას. 

ისინი სისტემურ, შინაარსობრივ მსხვილ გადაწყვეტილებებს ვერასოდეს ვერ იღებენ. ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ როგორც შემდგარი ფაქტია ასეა. იმედი ბოლოს კვდება და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში შანსები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ერთ-ერთი პუნქტი (დეოლიგარქიზაცია) არის ქვაკუთხედი სწორედ იმ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების არსის.

რატომ დაგვჭირდა ჩვენ საერთოდ 12 პუნქტიანი რეკომენდაციები? იმიტომ რომ გამრუდებული მენეჯმენტი იყო მთავრობის მმართველობის სტილში და რომ გამოსწორებულიყო გამრუდებული მენეჯმენტი, ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, განეიტრალებულიყო ფაქტორი, რომელიც ამრუდებდა ამ მენეჯმენტს.

უკრაინასთან პარალელი აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილია. „ქართული ოცნების“ უტიფრობის ზედა ზღვარი ამ კონკრეტულ „არგუმენტშიც“ გამოიხატება. უკრაინის კანონმდებლობა, რომ დააკოპირეს, რას გვაძლევს? უკრაინაში რამდენი ოლიგარქია? უკრაინაში არის 6 ოლიგარქი, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა ჰქონდათ სხვადასხვა გეოგრაფიული ლოკაციების და მიხედვით სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებზე ან ადგილობრივ მმართველობებზე, მაგრამ საქართველოში რამდენი ოლიგარქი გვყავს? ერთი ოლიგარქი გვყავს.

ეშმაკი დეტალებში იმალება და ამიტომაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში სიტყვა ოლიგარქი. ობიექტურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ განსაკუთრებული ჩირქი უნდა მივცხოთ „ქართულ ოცნებას“ სადაც არ იმსახურებენ. არამც და არამც“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 

ამასთან, ჟურნალისტმა კახა ქემოკლიძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებაც დაუსვა კითხვა. 

ქემოკლიძე აცხადებს, რომ კეზერაშვილის ადვოკატად ვერ გამოდგება, თუმცა კითხვა აქვს მმართველ გუნდთან იმის შესახებ, არის თუ არა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ოლიგარქი. 

„ბატონი დავით კეზერაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაგ არგუმენტს რომ ასახელებს ხოლმე, ჟურნალისტებმა დაუსვან კითხვა მაგ „ოლიგარქებთან“ ერთად ბატონი ჩხარტიშვილი არის თუ არა ოლიგარქი? ან რომელიმე სხვა რომელიც „ქართული ოცნების“ ბიზნესელიტასთან არის დამაგრებული და მათი მეშვეობით ძალიან დიდ ფულს აკეთებს. ის ადამიანები ოლიგარქები არ არიან? 

მარტო მე შემიძლია ჩამოვთვალო ხუთ ადამიანზე მეტი და პლუს ბატონი ჩხარტიშვილი. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ სადღაც მდიდარი ადამიანები არსებობენ, ნეტა ბევრი არსებობდეს და ბევრ სამუშაო ადგილს ჰქმნიდეს. პირიქით, ამას ტაშს დავუკრავდით, მაგრამ როდესაც მდიდარი ადამიანები საკუთარი კაპიტალის გაძლიერებას და გადიდებას მხოლოდ და მხოლოდ იმით ახერხებენ, რომ ისინი დაახლოებული არიან სამთავრობო ელიტასთან და იმ ერთ ჯადოსნურ ადამიანთან, აი, ეს არის პრობლემა“, - დასძინა კახა ქემოკლიძემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️  კრემლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა „კაგებეს“ კლანის წევრი იყოს“ - რუსმა ანალიტიკოსმა თქვა, ვინ შეიძლება იყოს პუტინის მემკვიდრე

✔️ თითქმის 85 ათასი ლიკვიდირებული რუსი სამხედრო - რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

✔️ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება - ირანში ორი ცნობილი მსახიობი დააკავეს

✔️ რუსეთი მელიტოპოლს სამხედრო ბაზად აქცევს - მედია

✔️ ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ აშშ-ს როგორც პარტნიორს - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“

✔️ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

✔️ „შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა, მაგრამ მიშა გადარჩება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი