მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაი, „ქართულ ოცნებას“, წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით! - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი

„სააკაშვილს ოფიციალურად დღისით, მზისით კლავენ,  ვაი, „ქართულ ოცნებას“! წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით!“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოში შემდეგი არჩევნები ემიგრანტების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.

ამასთან, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ინტენსიური უნდა გახადოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

„მოსალოდნელი იყო და ყველა ელოდებოდა იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც პროცესები იქნებოდა. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარი აქ ის კი არ არის, რომ ეს ხდება, მთავარია, ამ ცვლილებების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ გაძლიერებული გამოვა თუ დასუსტებული. იმედს ვიტოვებ, გაძლიერებული გამოვლენ. 

ერთადერთი საკითხი, ქართული ოპოზიცია რაზედაც უნდა შეთანხმდეს და ამას უნდა მიაწვეს ბოლომდე, არის ის, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს ემიგრაციის ხმის მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ განადგურებული იქნება არჩევნებში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მასშტაბებით და მოცულობით შეუძლია ამას მიაღწიოს. „ნაცმოძრაობამ“ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დღისით, მზისით ეს ხელისუფლება კლავს.

დაველოდოთ სასამართლოს, ძალიან სერიოზული და მძიმე დასკვნები დაიდება. შეიძლება ამ ხელისუფლების ზოგიერთი წევრები, სააკაშვილზე მოპყრობის გამო ციხეში წავიდეს. ძალიან მძიმე ამბები ხდება. ვაი, „ქართულ ოცნებას“! წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით, მაგ თქვენ ბიძინას დაასანქცირებენ და ბრინჯივით გაიფანტებით!

მიშა ამ სახით, რა სახითაც ქართული პოლიტიკა არსებობს, ამაში ჩარევას არასოდეს არცერთი პირობით აღარ აპირებს. მიხეილ სააკაშვილი წონადი პოლიტიკური ფიგურაა“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ“ - გიორგი ჩალაძე

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

✔️ მისი მდგომარეობა ფატალურია, მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია - ლევან ფერაძე

✔️ 🎥 მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკივით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი, „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - შალვა ხაჭაპურიძე