მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას გზა გაუხსნა უკეთესი მომავლისაკენ - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

„ყველა ის ამოცანა, რომელიც  დასახული იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომ შესრულებულიყო, დღეს ჩვენ ვიქნებოდით, ევროპული ოჯახის დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ვარდების რევოლუციას“ პოზიტიურ მოვლენად აფასებს და ამბობს, რომ რევოლუციამ ქვეყანას გაუხსნა გზა  უკეთესი მომავლისაკენ.

„ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ნამდვილად, ძალიან პოზიტიური მოვლენა. მოვლენა, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და რომელმაც ქვეყანას გაუხსნა ძალიან დიდი გზა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკეთესი მომავლისაკენ. შემიძლია ვთქვა, ყველა ის ამოცანა, რომელიც  დასახული იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომ შესრულებულიყო, დღეს ჩვენ ვიქნებოდით, ევროპული ოჯახის დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი წევრი.

ვფიქრობ, ჩვენს აფხაზ და ოსს ძმებთანაც ბევრი რამ გარკვეული გვექნებოდა და დიდი ნაბიჯები გვექნებოდა გადადგმული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომებიც იქნა დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები არავითარ შემთხვევაში არ ჩრდილავს თავად „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობას. ვამაყობ, რომ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი ამ რევოლუციის. 

ნამდვილად სამწუხაროა, რომ ბატონი ზურაბი გარდაცვლილია, ასევე, სამწუხაროა რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედიაა, სწორად რომ განვითარებულიყო მოვლენები, დღეს შეიძლება ჟვანიაც ცოცხალი ყოფილიყო და მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილიყო ციხეში“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო - იაგო ხვიჩია

✔️ „არავის უკან დასადგომი მერაბიშვილს არაფერი სჭირს და თუ გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს“ - დავით კირკიტაძე

✔️ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირალები, მკვლელები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“

✔️ „19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა და სწორედ ეს ვერ აპატია მას ტერორისტულმა სახელმწიფომ“ - ნიკა მელია

✔️ „ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნა?! გამარჯობას არ მეუბნება, „მტეხავს“ შეხვედრებიდან, მარტო ჩხუბი და გინება იციან“ - იაგო ხვიჩია