მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე

16 დეკემბერს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება. შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, გაამართლებენ თუ გაამტყუნებენ ბრალდებულებს ფულის გათეთრების საქმეში. 

მამუკა ხაზარაძე საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა მას და მის თანამებრძოლებს ვერ შეაშინებთ.

„ხვალ 3-წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!

1. ფულის გათეთრება არ ყოფილა

2. ფულის მითვისება არ ყოფილა

3. საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და მომჩივანი

4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)

5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ

6. დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ

7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას

8. ახლაც ზუსტად იმავეს გავაკეთებდით

9. ვერ შეგვაშინებთ

ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული.