მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდით პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულს“ - ოლივერ ვარჰეი საქართველოს რეკომენდაციებზე საუბრობს

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკომისიას საქართველოს მიმართ რამდენიმე პრიორიტეტი აქვს, რომელიც ეხება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, კორუფციასთან და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან ბრძოლის გაძლიერებას და ქვეყანაში თავისუფალი მედია გარემოს შექმნას.

„რაც შეეხება საქართველოს, პრიორიტეტების სია გვაქვს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დემოკრატიას რაც შეეხება, ვისურვებდით პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულს, რასაც ცხადად ვხედავთ და დავინახოთ, ყველა პოლიტიკური სპექტრის თანამშრომლობა დავინახოთ. მიჰყვნენ იმ ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის შემწეობით იქნება მიღწეული. ასევე, გვჭირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, სადაც იქნება გარანტირებული შესაბამისი სააგენტოს ეფექტიანი მუშაობა. შემდეგი არის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ბოლოს, რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, საჭიროა, რომ გარანტირებული იყოს, თავისუფლება და უსაფრთხოება ჟურნალისტებისა, ისევე, როგორც მთლიანად მედია გარემოსი“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ვარჰეიმ ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპული საბჭო 23-24 ივნისს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი