მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზოგჯერ, მედიით მიღებული ინფორმაცია ხდება მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

სააკაშვილი „ვივამედში“

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და სრულფასოვან კვებაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ამბობს, მათ შორის, ამის მიზეზი ის ინფორმაციებიც ხდება, რომლებსაც მედიის საშუალებით იღებს. ამის შესახებ ჩხაიძემ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე სამკურნალო პროცესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექიმების თქმით, სააკაშვილმა ცილოვანი დანამატების მიღებაზე ჯერ თანხმობა განაცხადა, ორი დღე მიიღო, შემდეგ კი უარი თქვა.

„მიზეზი ძირითადად იცით რა არის? არის სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე. ზოგჯერ, ის ინფორმაცია, რასაც იღებს პაციენტი თუნდაც მასმედიის საშუალებით, აი ეს ხდება შემდგომში მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი“, - აცხადებს ჩხაიძე.

„ვივამედის“ ექიმებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ოჯახი და პაციენტი საქმის კურსში არიან, რომ ყოველდღიურად, სააკაშვილისთვის 1700 კალორიის მიღებაა რეკომენდებული და გაწერილი აქვთ შესაბამისი რაციონიც, თუმცა, ექსპრეზიდენტი დღეში დაახლოებით 600 კალორიას იღებს. 

ამავე თემაზე: 

👉 „ვივამედის“ექიმი: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, ძალიან დასუსტებულია, სულ საწოლშია