მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი მობილიზებულია. 

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან იწმინდება საავტომობილო გზები. 

როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ასევე, სასოფლო გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის დაშვებული.