მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. 

სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის და ზამლეთი-წიახი-ღორთავაკის გზები დაზიანდა.

ადგილზე იმყოფებოდა გეოლოგიური სამსახურიც. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიგეგმება გზების აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მანამდე ადგილობრივებს შეეძლებათ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნო.