მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მერის ინიციატივით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, 3 მარტი მიულოცეს.

მერის ინიციატივით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. გმირების დედებს ყვავილები და სასაჩუქრე კალათა გადასცეს და 3 მარტი მიულოცეს. 

„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

საქართველოში, დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.