მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დედამისის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ასევე დედის მიერ შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული“ - დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 17 წლის ბიჭი დანაშაულს აღიარებს. მკვლელობის მოტივად კი ასახელებს, რომ დედის მხრიდან მისი მეგობრის მიმართ დამოკიდებულება არ იყო სათანადო, ასევე ამბობს, რომ ქალმა შვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„აღიარებს დანაშაულს. აღიარებს, რომ დედამისის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ნორმალურ ურთიერთობაში, ამას პლუს დედის მიერ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული მის მიმართ, რომ ვეღარ მოითმინა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.

რა იქნება და როგორ, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. მეზობელი ქალიც ესწრებოდა, დალია, დათვრა და დაიძინა, არაფერი არ გაუგია“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა დედა მოკლა. პროკურატურის ინფორმაციით, შვილმა დედას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

👉 შვილმა დედას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა - პროკურატურა მკვლელობის დეტალებზე

👉 „შვილმა ყელი გამოჭრა“ - დეტალები თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

👉 შვილმა დედას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა - პროკურატურა მკვლელობის დეტალებზე