მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში 37 წლის ქალის მკვლელობისთვის ყოფილი მეუღლე დააკავეს

დაკავება

ლაგოდეხში 37 წლის ქალის მკვლელობისთვის ყოფილი მეუღლე დააკავეს. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა განიხილებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მოკლულია, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში გაზი იყო გაშვებული. 

1985 წელს დაბადებული გ.ბ.-ს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.